თანხმობა AI დამუშავებაზე
თანახმა ვარ, შპს "სელფ.ჯი"-ის სისტემაში ჩემს მიერ შევსებულ აპლიკაციაში ან/და გაგზავნილ რეზიუმეში ასახული ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის (AI) ფუნქციონალის გამოყენებით, დამუშავდეს ჩემი დასაქმების მიზნით, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად რეზიუმედან ჩემი მონაცემების ექსტრაქციის ან/და ვაკანტური პოზიციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ჩემს მიერ წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისობის დადგენის გზით. ამასთან, ინფორმირებული ვარ რომ, გადაწყვეტილების მიღების პროცესი ხორციელდება ნაწილობრივ ავტომატიზირებული ფორმით - გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოფილია შპს "სელფ.ჯი"-ის მხრიდან ადამიანური რესურსის ჩართულობა. ასევე, ნებისმიერ დროს შემიძლია გამოვიხმო თანხმობა შპს ,,სელფ. ჯი“-სათვის ზეპირი ან წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) ფორმით მიმართვის გზით, შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით (ელ.ფოსტა: info@self.ge; ცხელი ხაზი: 032 2 845 444). AI ფუნქციონალის გამოყენების პროცესში, ჩემი მონაცემების გადაცემა ხორციელდება ამაზონის ღრუბლოვან სერვერზე (AWS) გერმანიაში, სადაც უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები.