უმცროსი IT პროექტების მენეჯერი
20-05-2026 - 24-02-2027
სამუშაო განაკვეთი: სრული

Semeto სამუშაო პროცესების სამართავი ბიზნეს პლატფორმაა, რომელიც ერთ სივრცეში აკავშირებს ადამიანებს, პროცესებს, დავალებებს, პროექტებსა და ყოველდღიურ ბიზნეს ოპერაციებს.

Semeto კომპანიებს ეხმარება პროცესების ავტომატიზაციაში, სამუშაო დროისა და საოპერაციო ხარჯების შემცირებაში და გუნდების ეფექტიანობის გაზრდაში.

დღეს Semeto-ს ერთიანი პლატფორმით 1500 კომპანია მართავს სამუშაო პროცესებს, მობილური აპლიკაციით კი 150,000-ზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად სარგებლობს.

მეტი ინფორმაციისთვის: www.semeto.com

 

Semeto-ს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და თავის საქმეზე შეყვარებულ ადამიანსუმცროსი უმცროსი IT პროექტების მენეჯერის  პოზიციაზე.

 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბიზნეს საჭიროებების ტექნიკურ დავალებებად გარდაქმნა;

  • პროდუქტის ახალი ფუნქციონალების განვითარების პროცესის მართვა იდეიდან მომხმარებლებთან მიწოდებამდე;

  • დეველოპმენტის, დიზაინის და QA გუნდებთან კოორდინაცია;

  • დედლაინების მართვა.

     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • IT მიმართულებით მიღებული უმაღლესი განათლება ან შესაბამისი პროფესიული სერტიფიკატი (სასურველია პროექტების მართვის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან პროგრამული პროდუქტების განვითარების მიმართულებით;
  • IT სფეროს მიმართ ძლიერი ინტერესი, ტექნოლოგიური სიახლეების ათვისებისა და პროფესიული განვითარების მაღალი მოტივაცია;
  • კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი;

  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტაცია;

  • ძლიერი ორგანიზებისა და პრიორიტეტიზაციის უნარი;

  • ტექნიკური ბექგრაუნდი ჩაითვლება უპირატესობად.

 

პრაქტიკული გამოცდილება სავალდებულო არ არის -  მზად ვართ, მოტივირებულ კანდიდატს სრულად შევასწავლოთ პოზიციისთვის საჭირო პროცესები, გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და ხელი შევუწყოთ პროფესიულ განვითარებაში. ჩვენთვის მთავარია IT სფეროს მიმართ ინტერესი, სწავლისა და განვითარების სურვილი, ინიციატივიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

რას ვთავაზობთ კანდიდატს:  

  • ძალიან საინტერესო პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილებას;

  • კომფორტულ სამუშაო გარემოს და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს, სადაც გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღება;

  • სწრაფი პროფესიულ ზრდასა და კარიერულ განვითარებასა;

  •  ჯანმრთელობის დაზღვევას;



განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი; 10:00 – 19:00სთ), სრულად ოფისიდან.

სამუშო ადგილი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას #3



ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!