დატოვე CV

ვერ ნახე სასურველი ვაკანსია? დაგვიტოვე CV!

თუ გსურს, Semeto-ს გუნდს შემოუერთდე, თუმცა ამ ეტაპზე შენთვის შესაფერისი ვაკანსია არ გვაქვს, გამოგვიგზავნე CV.

ჩვენ მუდმივად ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც ახალი იდეებით, პროფესიონალიზმითა და განსხვავებული ხედვით Semeto-ს განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანენ. შესაბამისი პოზიციის გახსნის შემთხვევაში კი შენს კანდიდატურას აუცილებლად განვიხილავთ.

რა არის Semeto?

Semeto ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ქმნის ციფრულ სამუშაო პლატფორმას და ერთ სივრცეში აერთიანებს ადამიანებს, პროცესებსა და ბიზნესის ყოველდღიურ ოპერაციებს.

ჩვენი მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დახმარებით კომპანიებს მუშაობის ახალი შესაძლებლობები შევთავაზოთ.

დღეს Semeto-ს პლატფორმას 5 ქვეყანაში 1,500-ზე მეტი კომპანია იყენებს, ხოლო სისტემით 150,000-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

რატომ Semeto?

  • იმუშავებ თანამედროვე ტექნოლოგიებზე და პროდუქტზე, რომელიც რეალურ გავლენას ახდენს ბიზნესის ყოველდღიურობაზე.

  • გახდები საერთაშორისო ბაზარზე განვითარებადი ტექნოლოგიური კომპანიის ნაწილი.

  • გექნება პროფესიული ზრდის შესაძლებლობა, მიიღებ ახალ ცოდნასა და გამოცდილებას.

  • იმუშავებ გარემოში, სადაც განვითარება და ახალი შესაძლებლობები ყოველდღიური პროცესის ნაწილია.

  •  

რა ღირებულებები გვაერთიანებს?

ადამიანები

გვჯერა, რომ ძლიერი პროდუქტისა და წარმატებული ბიზნესის უკან ძლიერი გუნდი დგას. ვაფასებთ ადამიანების გამოცდილებას, იდეებსა და ძალისხმევას.

ინოვაცია

ტექნოლოგია მუდმივად ვითარდება და ჩვენც მუდმივად ვეძებთ უკეთეს გზებს. ვქმნით პროდუქტს, რომელიც პასუხობს თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებს და ქმნის ახალ შესაძლებლობებს.

გამბედაობა

დიდი მიზნები გაბედულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. არ ვუშინდებით ცვლილებებს, ვიღებთ გამოწვევებს და მუდმივად ვცდილობთ, არსებული შესაძლებლობების საზღვრები გავაფართოოთ.

 

წარმეტებას გისურვებთ!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!