Semeto სამუშაო პროცესების სამართავი ბიზნეს პლატფორმაა, რომელიც ერთ სივრცეში აკავშირებს ადამიანებს, პროცესებს, დავალებებს, პროექტებსა და ყოველდღიურ ბიზნეს ოპერაციებს.
Semeto კომპანიებს ეხმარება პროცესების ავტომატიზაციაში, სამუშაო დროისა და საოპერაციო ხარჯების შემცირებაში და გუნდების ეფექტიანობის გაზრდაში.
დღეს Semeto-ს ერთიანი პლატფორმით 1500 კომპანია მართავს სამუშაო პროცესებს, მობილური აპლიკაციით კი 150,000-ზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად სარგებლობს.
მეტი ინფორმაციისთვის: www.semeto.com
Semeto-ს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და თავის საქმეზე შეყვარებულ ადამიანს ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე ტექნიკური მხარდაჭერის გუნდში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
Self.HR სისტემასთან დაკავშირებულ კითხვებზე დროული, სრულყოფილი და დეტალური უკუკავშირის მიცემა მომხმარებლისთვის;
სატელეფონო და მეილ კომუნიკაცია პარტნიორ კომპანიებთან;
შემოსული საკითხების მიზეზების მოკვლევა სისტემაში;
ინციდენტის დაფიქსირების შემთხვევაში, ინციდენტის მართვის პროცესის დაწყება და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინირება;
თიქეთების სისტემაში შემოსული ყველა საკითხის მართვა და აღრიცხვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი;
სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
უცხო ენების ფლობა;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
გამართული კომუნიკაციის უნარი;
სამუშაოსთან დაკავშირებული პირობები:
დინამიური გრაფიკი – ორშაბათი -პარასკევი (09:00 – 18:00; 10:00 – 19:00სთ;)
სამუშაო ადგილი: ა. პოლიტკოვსკაიას 3
ჯანმრთელობის დაზღვევა;
კომფორტული სამუშაო გარემო და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდი;
წარმატებებს გისურვებთ!