უზბეკეთის ფილიალის ხელმძღვანელი
10-08-2026 - 10-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

Self.HR ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ქმნის ციფრულ ეკოსისტემას ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისთვის. კომპანია წარმატებით ოპერირებს საქართველოსა და უზბეკეთის ბაზარზე. დღეს Self.HR-ის პლატფორმით 1300-ზე მეტი კომპანია მართავს ორგანიზაციულ პროცესებს. Self HR მობილური აპლიკაციით კი 140,000-ზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად სარგებლობს. 

Self.HR-ის გუნდში ვეძებთ უზბეკეთის ფილიალის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს ადგილობრივ გუნდს, უზრუნველყოფს ფილიალის ეფექტიან ოპერირებას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კომპანიის ბიზნესის განვითარებაში უზბეკეთის ბაზარზე.

პოზიცია მოიცავს როგორც გაყიდვების, ისე ოპერაციული, ფინანსური და ადმინისტრაციული პროცესების მართვას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიანი მართვა და კოორდინაცია;

  • გუნდის მუშაობის ორგანიზება, შედეგების მონიტორინგი და მაღალი ეფექტიანობის კულტურის ჩამოყალიბება;

  • გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა, განხორციელება და მუდმივი გაუმჯობესება;

  • გეგმებისა და KPI-ების შესრულების უზრუნველყოფა;

  • ადგილობრივი ბაზრის ანალიზი, კონკურენტული გარემოს შეფასება და ახალი ბიზნესშესაძლებლობების იდენტიფიცირება;

  • პარტნიორებთან ძლიერი, გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება;

  • ფილიალის ოპერაციული პროცესების ეფექტიანი მართვა და კომპანიის სტანდარტების დაცვა;

  • ფილიალის ფინანსური პროცესების მართვა, ბიუჯეტის დაგეგმვა, ფინანსური მაჩვენებლების კონტროლი და ხარჯების ეფექტიანი მართვა;

  • ფილიალის საქმიანობის შედეგების ანალიზი, ანგარიშგების მომზადება და რეგულარული რეპორტინგი;

     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ფილიალის მართვის გამოცდილება;
  • მინიმუმ 5 წლიანი მენეჯერული გამოცდილება გუნდის მართვის მიმართულებით;

  • ოპერაციული და ფინანსური პროცესების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის წარმატებული გამოცდილება;
  • თანამშრომლების მოტივაციის, განვითარების და შედეგების მართვის გამოცდილება;

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, მენეჯმენტის ან სხვა მონათესავე მიმართულებით;

  • უცხო ენების თავისუფლად ცოდნა ( რუსული / ინგლისური );

  • დამოუკიდებლად მუშაობისა და სწრაფად ცვალებად გარემოში ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

 

სამუშაოსთან დაკავშირებული პირობები:

აღნიშნული პოზიცია მოიცავს პერიოდულ რელოკაციას უზბეკეთში.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსეთ შემდეგი ველები

გისურვებთ წარმატებას!

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!