იმპლემენტაციის უმცროსი მენეჯერი
08-07-2026 - 08-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ტექნოლოგიური კომპანია Self.HR  HR სისტემის ლიდერი პროვაიდერია საქართველოში.

კომპანია ოპერირებს საქართველოსა და უზბეკეთის ბაზარზე და აერთიანებს 1300-ზე მეტ კომპანიას და 130,000-ზე მეტ ყოველდღიურ მომხმარებელს.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: www.self.hr

 

Self.HR- ის გუნდში ვეძებთ ტალანტს იმპლემენტაციის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პარტნიორ კომპანიებში Self.HR სისტემის იმპლემენტაციის პროცესის მართვა;
  • პარტნიორ კომპანიაში ბიზნეს პროცესების ანალიზი და შესაბამისი ციფრული გადაწყვეტილებების დანეგვა;
  • Self.HR სისტემის მოდულების შესახებ ტრენინგებისა და შეხვედრების გამართვა;
  • იმპლემენტაციის პროცესში ჩართულ პირებთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • პროდუქტის განვითარებასა და პროცესების ოპტიმიზაციაში მონაწილეობის მიღება.

 

რას მიიღებთ სანაცვლოდ:

  • კომფორტულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს;
  • სწრაფ განვითარებასა და კარიერულ ზრდას;
  • სამუშაოსთან დაკავშირებულ ტრენინგებს;
  • სხვადასხვა კორპორატიულ ბენეფიტს;

 

პოზიციისთვის საჭირო ცოდნა და უნარები:

  • უმაღლესი განათლება;
  • გამოცდილება HR-ის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • ტექნიკური უნარები;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
  • პრობლემის გადაჭრის უნარი;

 

საორგანიზაციო დეტალები:

სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათი – პარასკევი, 10:00 – 19:00სთ

დასაქმება განიხილება ოფისიდან

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ შესაბამისი ველები

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!