კრეატიული ბრენდ სტრატეგი
19-06-2026 - 19-07-2026

Self.HR ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ქმნის ციფრულ სისტემას HR პროცესების ავტომატიზაციისთვის.
Self.HR-ის მიზანია გაამარტივოს და დააჩქაროს ადამიანური რესურსების მართვის ყველა ეტაპი.
დღეს Self.HR-ის პლატფორმით 1300-ზე მეტი ქართული და საერთაშორისო კომპანია მართავს HR პროცესებს. Self HR მობილური აპლიკაციით კი 130,000-ზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად სარგებლობს.

 

Self.HR აცხადებს ვაკანსიას კრეატიული ბრენდ სტრატეგის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბრენდის პოზიციონირების და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება;
  • ბრენდის ძირითადი მესიჯებისა და ნარატივების შექმნა;
  • ბრენდის სტრატეგიის გარდაქმნა პრაქტიკულ რეკომენდაციებად პროდუქტის მარკეტინგის გუნდისთვის;
  • ბრენდის სტრატეგიის ინტეგრირება Go-To-Market გეგმებში, კამპანიებსა და საკომუნიკაციო აქტივობებში;
  • ახალი პროდუქტებისა და ინიციატივებისთვის გაიდლაინების განსაზღვრა;
  • პროდუქტის, მარკეტინგისა და დიზაინის გუნდის მხარდაჭერა, რათა ბრენდის პოზიციონირება და ძირითადი მესიჯები თანმიმდევრულად აისახოს ყველა ინიციატივაში.

 

ვის ვეძებთ?

  • ადამიანს, რომელსაც აქვს 5+ წლიანი გამოცდილება ბრენდ სტრატეგიის, ბრენდ მენეჯმენტის ან სტრატეგიული მარკეტინგის მიმართულებით;
  • აქვს 5+ წლიანი გამოცდილება მარკეტინგში;
  • აქვს მრავალპროდუქტიანი ბრენდების პოზიციონირების, ბრენდ არქიტექტურის, ან პორტფელის სტრატეგიის შექმნის გამოცდილება;
  • B2B, SaaS ან ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
  • კრეატიულ სააგენტოში მუშაობის გამოცდილება;
  • AI, ციფრული პროდუქტებისა და ტექნოლოგიური ბრენდების მიმართ ინტერესი.

 

რას გთავაზობთ?

  • შესაძლებლობას შექმნა და განავითარო ძლიერი ტექნოლოგიური ბრენდი;
  • გავლენა იქონიო ბიზნესის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე;
  • კრეატიულ და თავისუფალ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

 

სამუშაოსთან დაკავშირებული პირობები:

  • გრაფიკი: ორშაბათი -პარასკევი (10:00 – 19:00სთ);
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას 3;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კომფორტული სამუშაო გარემო და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდი.

 

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<