ტექნოლოგიური კომპანია Self.HR არის HR სისტემის ლიდერი პროვაიდერი საქართველოში.
კომპანია ოპერირებს საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე და აერთიანებს 1200-ზე მეტ კომპანიას და 120,000-ზე მეტ ყოველდღიურ მომხმარებელს.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: www.self.hr
Self.HR- ის გუნდში ვეძებთ ტალანტს სტაჟირების პროგრამაზე მომხმარებელთა გამოცდილებისა და ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
-
Self.HR სისტემის მოდულების შესახებ ტრენინგებისა და შეხვედრების გამართვა;
-
იმპლემენტაციის პროცესში ჩართულ პირებთან მუდმივი კომუნიკაცია;
-
მომხმარებლებისათვის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად პროექტების ორგანიზებასა და განხორციელებაში ჩართულობა;
-
პროდუქტის განვითარებასა და პროცესების ოპტიმიზაციაში მონაწილეობის მიღება;
რას მიიღებთ სანაცვლოდ:
- კომფორტულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს;
- სწრაფ განვითარებასა და კარიერულ ზრდას;
- სამუშაოსთან დაკავშირებულ ტრენინგებს;
- სხვადასხვა კორპორატიულ ბენეფიტს;
პოზიციისთვის საჭირო ცოდნა და უნარები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- გამოცდილება HR-ის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
- ტექნიკური უნარები;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
- პრობლემის გადაჭრის უნარი;
საორგანიზაციო დეტალები:
სტაჟირების ხანგრძლივობა - 3 თვე
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00 – 19:00სთ
დასაქმება განიხილება ოფისიდან
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ შესაბამისი ველები
გისურვებთ წარმატებას!