კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
01-05-2026 - 01-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ტექნოლოგიური კომპანია Self.HR არის HR სისტემის ლიდერი პროვაიდერი საქართველოში. ჩვენ ვქმნით ციფრულ გადაწყვეტებს HR ბიზნეს პროცესების გასაციფრულებლად.

კომპანია ოპერირებს საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე და აერთიანებს 1300-ზე მეტ კომპანიას და 130,000-ზე მეტ ყოველდღიურ მომხმარებელს.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: www.self.hr

ბაზარზე კომერციული სტრატეგიის აღსრულების მიზნით, გუნდში ვაცხადებთ ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

 

ფუნქცია-მოვალეობები:    

  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება და პირველადი სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება;  
  • პოტენციური პარტნიორი კომპანიების C level მენეჯმენტთან კომუნიკაცია;   
  • პოტენციური მომხმარებლებისთვის პროდუქტის პრეზენტირება და დემო ვერსიის ჩვენება;  
  • პოტენციური მომხმარებლების საჭიროებების კვლევა და მათზე მორგებული შეთავაზების მომზადება;  
  • შესაბამისი რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მინიმალური გამოცდილება კორპორატიული (B2B) გაყიდვების მიმართულებით;  
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია ბიზნესის ან ტექნოლოგიების მიმართულებით;  
  • სასურველია უცხო ენების მაღალ დონეზე ფლობა;  
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;  
  • გაყიდვების ტექნიკებისა  და მოლაპარაკებების წარმოების ტრენინგები ჩაითვლება უპირატესობად.

რას ვთავაზობთ კანდიდატს:  

  • კომფორტულ სამუშაო გარემოს და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს;    
  • სწრაფ განვითარებასა და პარტნიორი კომპანიების სიმრავლეს; 
  • ულიმიტო სასაუბროს;  
  •  ჯანმრთელობის დაზღვევას;

განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი; 10:00 – 19:00სთ), სრულად ოფისიდან.

სამუშო ადგილი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას #3

 

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ შემდეგი ველები

გისურვებთ წარმატებას!

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!