კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
Semeto სამუშაო პროცესების სამართავი ბიზნეს პლატფორმაა, რომელიც ერთ სივრცეში აკავშირებს ადამიანებს, პროცესებს, დავალებებს, პროექტებსა და ყოველდღიურ ბიზნეს ოპერაციებს.
Semeto კომპანიებს ეხმარება პროცესების ავტომატიზაციაში, სამუშაო დროისა და საოპერაციო ხარჯების შემცირებაში და გუნდების ეფექტიანობის გაზრდაში.
დღეს Semeto-ს ერთიანი პლატფორმით 1500 კომპანია მართავს სამუშაო პროცესებს, მობილური აპლიკაციით კი 150,000-ზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად სარგებლობს.
მეტი ინფორმაციისთვის: www.semeto.com
Semeto-ს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და თავის საქმეზე შეყვარებულ ადამიანს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება და პირველადი სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება;
- პოტენციური პარტნიორი კომპანიების C level მენეჯმენტთან კომუნიკაცია;
- პოტენციური მომხმარებლებისთვის პროდუქტის პრეზენტირება და დემო ვერსიის ჩვენება;
- პოტენციური მომხმარებლების საჭიროებების კვლევა და მათზე მორგებული შეთავაზების მომზადება;
- შესაბამისი რეპორტების მომზადება.
რას ვითხოვთ კანდიდატისგან:
- სასურველია მინიმალური გამოცდილება კორპორატიული (B2B) გაყიდვების მიმართულებით;
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია ბიზნესის ან ტექოლოგიების მიმართულებით;
- სასურველია უცხო ენების მაღალ დონეზე ფლობა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- გაყიდვების ტექნიკებისა და მოლაპარაკებების წარმოების ტრენინგები ჩაითვლება უპირატესობად.
რას ვთავაზოვთ კანდიდატს:
- კომფორტულ სამუშაო გარემოს და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს;
- სწრაფ განვითარებასა და პარტნიორი კომპანიების სიმრავლეს;
- ულიმიტო სასაუბროს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი; 10:00 – 19:00სთ), სრულად ოფისიდან.
სამუშო ადგილი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას #3
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, შავსეთ შემდეგი ველები
გისურვებთ წარმატებას!