საერთაშორისო ბაზრის კომერციული ხელმძღვანელი
01-05-2026 - 01-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ტექნოლოგიური კომპანია Self.HR არის HR სისტემის ლიდერი პროვაიდერი საქართველოში. ჩვენ ვქმნით ციფრულ გადაწყვეტებს HR ბიზნეს პროცესების გასაციფრულებლად.

კომპანია ოპერირებს საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე და აერთიანებს 1300-ზე მეტ კომპანიას და 130,000-ზე მეტ ყოველდღიურ მომხმარებელს.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: www.self.hr

გლობალურ  ბაზარზე კომერციული სტრატეგიის აღსრულების მიზნით, გუნდში ვაცხადებთ ვაკანსიას საერთაშორისო ბაზრის კომერციული ხელმძღვანელის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საერთაშორისო ბაზრებზე კომპანიის კომერციული მიზნების განსაზღვრა და განხორციელება
  • საერთაშორისო ექსპანსიის პროექტების სრული ციკლის მართვა
  • კონკრეტული ბაზრების ან რეგიონების ფინანსურ შედეგებზე პასუხისმგებლობა, ფინანსური ბიუჯეტების დაგეგმვა, კონტროლი და ხარჯების ოპტიმიზაცია 
  • საქმისწარმოება შესაბამის ბაზარზე არსებული კანონმდებლობის შესაბამისად
  • პროექტების KPI-ების განსაზღვრა, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი
  • მენეჯმენტისთვის რეგულარული რეპორტინგი პროგრესისა და შედეგების შესახებ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება კომერციული ან ბიზნესის განვითარების მიმართულებით (სასურველია ტექნოლოგიების მიმართულებით)
  • უცხო ენების ცოდნა
  • საერთაშორისო ოპერაციებთან დაკავშირებული საგადასახადო პრინციპების ცოდნა
  • მრავალფუნქციური გუნდების მართვის გამოცდილება
  • სტრატეგიული აზროვნება, ბიზნესის განვითარების ხედვა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;
  • კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა და გრძელვადიანი ურთიერთობების მართვის უნარი;

 

სამუშაოსთან დაკავშირებული პირობები:

აღნიშნული პოზიცია მოიცავს პერიოდულ რელოკაციას სხვადასხვა ქვეყანაში.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსეთ შემდეგი ველები

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!