ფოტო
IT პროექტ მენეჯერი
brand1
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-05-20 - 2026-06-20
IT პროექტ მენეჯერი ტექნოლოგიური კომპანია Self.HR არის HR სისტემის ლიდერი პროვაიდერი საქართველოში. ჩვენ ვქმნით ციფრულ გადაწყვეტებს HR ბიზნეს პროცესების გასაციფრულებლად. კომპანია ოპერირებს საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე და აერთიანებს 1300-ზე მეტ კომპანიას და 130,000-ზე მეტ ყოველდღიურ მომხმარებელს. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: www.self.hr ვეძებთ IT პროექტ მენეჯერს, რომელსაც უყვარს სწრაფი ტემპი და დაეხმარება გუნდს პროდუქტის განვითარების პროცესისა და ყოველდღიური სამუშაოების მართვაში. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ბიზნეს საჭიროებების ტექნიკურ დავალებებად გარდაქმნა; პროდუქტის ახალი ფუნქციონალების განვითარების პროცესის მართვა იდეიდან მომხმარებლებთან მიწოდებამდე; დეველოპმენტის, დიზაინის და QA გუნდებთან კოორდინაცია; დედლაინების მართვა;   საკვალიფიკაციო მოთხოვნები: IT პროექტების მართვის გამოცდილება; კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი; ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტაცია; ძლიერი ორგანიზებისა და პრიორიტეტიზაციის უნარი; ტექნიკური ბექგრაუნდი ჩაითვლება უპირატესობად;   რას ვთავაზობთ კანდიდატს:   ძალიან საინტერესო პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილებას; კომფორტულ სამუშაო გარემოს და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს, სადაც გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღება; სწრაფი პროფესიულ ზრდასა და კარიერულ განვითარებასა;  ჯანმრთელობის დაზღვევას; განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი; 10:00 – 19:00სთ), სრულად ოფისიდან. სამუშო ადგილი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას #3
სტაჟირება მომხმარებელთა გამოცდილებისა და ადამიანური კაპიტალის გუნდში
brand1
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-01-06 - 2026-08-31
ტექნოლოგიური კომპანია Self.HR  არის  HR სისტემის ლიდერი პროვაიდერი საქართველოში. კომპანია ოპერირებს საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე და აერთიანებს 1200-ზე მეტ კომპანიას და 120,000-ზე მეტ ყოველდღიურ მომხმარებელს. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: www.self.hr   Self.HR- ის გუნდში ვეძებთ ტალანტს სტაჟირების პროგრამაზე მომხმარებელთა გამოცდილებისა და ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.   ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: Self.HR სისტემის მოდულების შესახებ ტრენინგებისა და შეხვედრების გამართვა; იმპლემენტაციის პროცესში ჩართულ პირებთან მუდმივი კომუნიკაცია; მომხმარებლებისათვის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად პროექტების ორგანიზებასა და განხორციელებაში ჩართულობა; პროდუქტის განვითარებასა და პროცესების ოპტიმიზაციაში მონაწილეობის მიღება;   რას მიიღებთ სანაცვლოდ: კომფორტულ და დინამიურ სამუშაო გარემოს; პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს; სწრაფ განვითარებასა და კარიერულ ზრდას; სამუშაოსთან დაკავშირებულ ტრენინგებს; სხვადასხვა კორპორატიულ ბენეფიტს;   პოზიციისთვის საჭირო ცოდნა და უნარები: სასურველია უმაღლესი განათლება; გამოცდილება HR-ის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად; ტექნიკური უნარები; ინგლისური ენის ცოდნა; კარგი კომუნიკაციის უნარი; დეტალებზე კონცენტრირების უნარი; პრობლემის გადაჭრის უნარი;   საორგანიზაციო დეტალები: სტაჟირების ხანგრძლივობა - 3 თვე სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათი – პარასკევი, 10:00 – 19:00სთ დასაქმება განიხილება ოფისიდან ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ შესაბამისი ველები გისურვებთ წარმატებას!
ქოლ-ცენტრის ოპერატორი ტექნიკური მხარდაჭერის გუნდში
brand1
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-06-15 - 2026-07-15
ქოლ-ცენტრის ოპერატორი ტექნიკური მხარდაჭერის გუნდში   ტექნოლოგიური კომპანია Self.HR არის HR სისტემის ლიდერი პროვაიდერი საქართველოში. ჩვენ ვქმნით ციფრულ გადაწყვეტებს HR ბიზნეს პროცესების გასაციფრულებლად. კომპანია ოპერირებს საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე და აერთიანებს 1200-ზე მეტ კომპანიას და 120,000-ზე მეტ ყოველდღიურ მომხმარებელს. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: www.self.hr Self.HR-ის  გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანს ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე ტექნიკური მხარდაჭერის გუნდში.   ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: Self.HR სისტემასთან დაკავშირებულ კითხვებზე დროული, სრულყოფილი და დეტალური უკუკავშირის მიცემა მომხმარებლისთვის; სატელეფონო და მეილ კომუნიკაცია პარტნიორ კომპანიებთან; შემოსული საკითხების მიზეზების მოკვლევა სისტემაში; ინციდენტის დაფიქსირების შემთხვევაში, ინციდენტის მართვის პროცესის დაწყება და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინირება; თიქეთების სისტემაში შემოსული ყველა საკითხის მართვა და აღრიცხვა;   საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი; სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი; უცხო ენების ფლობა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; გამართული კომუნიკაციის უნარი;   სამუშაოსთან დაკავშირებული პირობები: დინამიური გრაფიკი – ორშაბათი -პარასკევი (09:00 – 18:00; 10:00 – 19:00სთ;) სამუშაო ადგილი: ა. პოლიტკოვსკაიას 3 ჯანმრთელობის დაზღვევა; კომფორტული სამუშაო გარემო და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდი;   წარმატებებს გისურვებთ!
<